Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა გაუმჯობესდა


ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით თბილისში, გივი თარგამაძის მანქანის აფეთების შედეგად დაშავებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ერთ დაშავებულს, 31 წლის მამაკაცს ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. სტაბილურია 69 წლის ქალის მდგომარეობაც. მას თავზე ნახეთქი ჭრილობა აღენიშნება. მესამე დაზარალებულს, შუახნის ქალს ჩაუტარდა თავის კვლევა და ის საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული.კიდევ ერთ დაზარალებული, კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაში მოთავსებული 59 წლის ქალი თავის ტვინის შერყევით ამ დრომდე რჩება ჰოსპიტალში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი აფეთქების გამო დაიწყო გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს საღამოს. მანქანაში იმყოფებოდნენ დეპუტატი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებული არიან მძღოლი და გამვლელები, სულ ოთხი პირი.

XS
SM
MD
LG