Accessibility links

logo-print

ამერიკა გმობს ძალადობრივ ქმედებებს საქართველოში


აშშ-ის საელჩო საქართველოში ძალადობრივ ქმედებებს გმობს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებსა და ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესს ზიანს აყენებს - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა.
საელჩო, მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავოს ძალადობისაგან და პატივი სცეს კანონის უზენაესობას. „დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. წყნარი და მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო უმნიშვნელოვანესი პირობაა, რათა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს მოსახლეობამ შეძლოს, გამოხატოს თავისი ნება“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG