Accessibility links

დავით სერგეენკო - აფეთქების შედეგად სამი აშავებულის მდგომარეობა მსუბუქია, ერთის - უკიდურესად საყურადღებო


გუშინ მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი, ერთის კი უკიდურესად საყურადღებოა - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მისი ინფორმაციით, გუშინ მომხდარი შემთხვევის შედეგად სამედიცინო დაწესებულებას ხუთმა პაციენტმა მიმართა, ერთმა მათგანმა საავადმყოფო გუშინვე დატოვა. ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებში რჩება ოთხი პაციენტი, მათგან სამის მდგომარეობა მსუბუქია, თუმცა ისინი საჭიროებენ სამედიცინო მეთვალყურეობას, ერთი პაციენტის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმის არის. იგი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი აფეთქების გამო დაიწყო გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ინციდენტი მოხდა 4 ოქტომბერს საღამოს. მანქანაში იმყოფებოდნენ დეპუტატი გივი თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებული არიან მძღოლი და გამვლელები, სულ ოთხი პირი.

XS
SM
MD
LG