Accessibility links

სალომე ასათიანის ინტერVIEW ზურაბ ჯაფარიძესთან


რატომ გამოიწვია „გირჩისა“ და მისი ლიდერების ბოლოდროინდელმა გადაწყვეტილებებმა პოლიტიკური მარცხი და არჩევნებიდან გამოთიშვა? რატომ გაერთიანდა თვისებრივად ახალი პოლიტიკური სტილის შემოტანის ამბიციის მქონე პარტია პაატა ბურჭულაძესთან - ბევრ საკითხში განსხვავებული შეხედულებების მქონე ფიგურასთან, რომელიც საჯარო პოზიციონირებისას ხშირად რელიგიასაც მიმართავს? რა მოცულობის ფინანსური შენატანი ახლდა თან „გირჩის“ გაწევრიანებას ბურჭულაძის ბლოკში და რატომ მოუწია „გირჩს“ ბლოკის დატოვება? ვინ არის „გირჩის“ ფინანსური მხარდამჭერი? გადაცემა ინტერVIEW-ს სტუმარი ზურაბ ჯაფარიძე სალომე ასათიანთან საუბარში აღიარებს, რომ შედარებით ხანმოკლე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა: ჯერ ნაციონალურ მოძრაობაში, შემდეგ - ბურჭულაძის ბლოკში გაერთიანებით.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG