Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკომისარი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ქართველები უვიზოდ იმოგზაურებენ შენგენის ზონაში


ევროკომისარი გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი ვარაუდობს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ზონის ქვეყნებში. ეს ვარაუდი ჰანმა რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გამოთქვა. ევროკომისრის თქმით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შემოღება ერთი მხრივ, ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი ასრულებს დაპირებებს, და, აგრეთვე, იმისაც, რომ თავისი სიტყვა საქართველომაც შეასრულა. ოთხშაბათს ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა შეიმუშავა ერთიანი პოზიცია, რომლის საფუძველზეც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე. ბრიუსელში მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეთათვის ევროკავშირში უვიზო მგზავრობა შესაძლებელი გახდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამოქმედდება ე.წ. „შეჩერების მექანიზმი“, ანუ სისტემა, რომელიც კავშირის ცალკეულ ქვეყნებს საშუალებას მისცემს, საჭიროების შემთხვევაში დროებით შეაჩერონ ლიბერალური სავიზო რეჟიმის მოქმედება. „შეჩერების მექანიზმზე“ ევროკავშირის ელჩები ხვალ, ბრიუსელშივე იმსჯელებენ.

XS
SM
MD
LG