Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ჩატარდა ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო აქცია


თბილიში ჩატარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ორგანიზებული წინასაარჩევნო, შემაჯამებელი აქცია. ვარდების მოედანზე დამონტაჟებული სპეციალური სცენიდან შეკრებილებს მიმართეს პარტიის ლიდერებმა. აქციაზე მივიდნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები თბილისიდან და რეგიონებიდან. აქციას ვიდეოხიდის საშუალებით ჩაერთო საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელმაც განაცხადა: „ჩემთვის დარჩენილია სამი დღე ზღვის გადმოლახვამდე. ხოლო ჩვენთვის და საქართველოსთვის ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“. მიტინგის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

XS
SM
MD
LG