Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორც ჩანს, გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ გუტერეში


გაეროს დიპლომატების თქმით, როგორც ჩანს, გაეროს შემდეგი გენერალური მდივანი გახდება პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ გუტერეში. მას ერთხმად დაუჭირეს მხარი გაეროს უშიშროების საბჭოს ფარული კენჭისყრისას. გუტერეშის კანდიდატურისთვის უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან არცერთს არ დაუდვია ვეტო. ეს ამ საკითხზე გამართული მეექვსე კენჭისყრაა. გუტურეში წინა ხუთ კენჭისყრაშიც ლიდერობდა. უშიშროების საბჭო 6 ოქტომბერს გამართავს ოფიციალურ კენჭისყრას და შემდეგ თავის რეკომენდაციას გადაუგზავნის გაეროს გენერალურ ასამბლეას, რომელიც ასევე გამართავს კენჭისყრას და დაამტკიცებს საბჭოს გადაწყვეტილებას. მომავალი გენერალური მდივანი შეცვლის სამხრეთ კორეელ ბან კი-მუნს, რომელიც ორი ხუთწლიანი ვადის შემდეგ დატოვებს თანამდებობას 2016 წლის ბოლოს.

XS
SM
MD
LG