Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პუტინი არც უყვარს და არც სძულს


რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთხელ შეეხო ვლადიმირ პუტინისადმი მის დამოკიდებულებას და განაცხადა, რომ მისთვის მისაღები იქნებოდა, თუ რუსეთი და აშშ-ი ერთად გაანადგურებდნენ ექსტრემისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოს“. „ოდესმე თუ გინახავთ ჰილარი კლინტონი, როცა მას უნდა, მკაცრად ილაპარაკოს პუტინზე? ზოგი ამბობს, დონალდ ტრამპს პუტინი უყვარსო. არა, არც მიყვარს, და არც მძულს. ვნახოთ, რა გამოვა. შეიძლება, კარგი ურთიერთობა გვქონდეს; შეიძლება გვქონდეს ძალიან ცუდი ურთიერთობა; შეიძლება რაღაც საშუალოს მივაღწიოთ. მე მარტო ერთს გეტყვით: თუ რუსეთთან ურთიერთობა მოვაგვარეთ და რუსეთმა ჩვენთან ერთად გაანადგურა ისლამური სახელმწიფო, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს, ხალხო? მე ძალიანაც კმაყოფილი ვიქნები,“ - განაცხადა5 ოქტომბერს ნევადაში მხარადმჭერებთან შეხევდრაზე დონალდ ტრამპმა.

XS
SM
MD
LG