Accessibility links

logo-print

უსაფრთხოების სამსახურში იძულების წესით მიიყვანეს „თავისუფალი ზონის“ ორი წევრი


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანა მოძრაობის, „თავისუფალი ზონის“ წევრები, მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია. როგორც უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, ისინი ოფიციალური გამოძახების მიუხედავად, არასაპატიო მიზეზით რამდენჯერმე არ გამოცხადნენ საგამოძიებო დანაყოფში, რის გამოც მიღებული იქნა სასამართლოს განჩინება მოწმის სახით დაკითხვაზე იძულებით მიყვანის შესახებ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ ახლახან დატოვა რამდენიმე წევრმა, რომლებმაც მიზეზად დაასახელეს პარტიის მხრიდან საარჩევნოდ დესტაბილიზაციის მზადება. სექტემბრის ბოლოს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების საუბარს ე.წ. რევოლუციური სცენარის შესახებ. ჩანაწერის გავრცელების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 27 სექტემბერს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315 მუხლის იმ ნაწილით, რომელიც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად, ან ხელში ჩასაგდებად.

XS
SM
MD
LG