Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აპროტესტებს რუსეთის მიერ ჟურნალისტის დაკავებას


რუსეთის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით უკრაინელი ჟურნალისტის დაპატიმრების გამო, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის კონსული დაიბარეს. პარიზში მცხოვრები ახალი ამბების სააგენტო „უკრინფორმის“ ჟურნალისტი რომან სუშჩენკო, 30 სექტემბერს დააკავეს მოსკოვში და მოგვიანებით ბრალი ჯაშუშობისათვის წაუყენეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარიანა ბეტსას ცნობით, რუსეთის კონსული 6 ოქტომბერს გამოიძახეს და მოსთხოვეს განმარტება, თუ რატომ არ დაუშვეს კიევის წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტთან.„ეს ადამიანის უფლების პირდაპირ დარღვევაა“, - განაცხადა ბეტსამ. იმავდროულად, დაახლოებით 30-მა უკრაინელმა ჟურნალისტმა საპროტესტო აქცია გამართა კიევში რუსეთის საელჩოს შენობის წინ, ხოლო რამდენიმე უკრაინელი კანონმდებელი გამოვიდა წინადადებით, რათა კრემლის მოქმედების საპასუხოდ რუსეთის მოქალაქეებისათვის დაწესდეს სამოგზაურო ვიზები უკრაინაში შესასვლელად.

XS
SM
MD
LG