Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის არმიამ განდევნა თალიბები ყუნდუზის სამხრეთიდან


ავღანეთის მთავრობის ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა ოთხდღიანი ბრძოლების შედეგ ქალაქ ყუნდუზის სამხრეთ ნაწილიდან განდევნეს თალიბანის მებრძოლები. ამის შესახებ ინფორმაციები პროვინციის პოლიციის უფროსის, გენერალ ქასიმ ჯუნგალბაღზე დაყრდნობით გავრცელდა. თუმცა, მოგვიანებით ყუნდუზის პროვინციის მუნიციპალური საბჭოს ხელმძღვანელმა მოჰამად იუსუფ აიბიმ განაცხადა, რომ სროლები 6 ოქტომბრის დილიდან კვლავ განახლდა ყუნდუზის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებში. ავღანეთის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზში ბრძოლები ავღანეთის უშიშროების ძალებსა და თალიბანის მებრძოლებს შორის 3 ოქტომბერს დაიწყო. ყუნდუზის პოლიციის უფროსის განცხადებით ბრძოლებში დაიღუპა თალიბანის ასობით მებრძოლი და სამთავრობო უშიშროების ძალების რამდენიმე ჯარისკაცი. თალიბანმა ყუნდუზი გასულ წელს, მცირე ხნით დაიკავა. მაშინ ბრძოლებში სამასამდე ადამიანი დაიღუპა და ასობით დაიჭრა.

XS
SM
MD
LG