Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამომძიებლები გივი თარგამაძეს სახლში კითხავენ


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძის მისსავე საცხოვრებელ სახლში დაკითხავენ. დეპუტატის სახლში იმყოფება ორი გამომძიებელი, რომლებიც გივი თარგამაძეს მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით გამოკითხავენ. 4 ოქტომბერს, ღამით, თბილისის ცენტრში ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ინცინდენტის დროს მანქანაში იმყოფებოდა თავად თარგამაძე და მისი მძღოლი. აფეთქების დროს დაშავდა 5 პირი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG