Accessibility links

logo-print

პენსის თქმით, ტრამპი აღარ მოითხოვს, რომ აშშ-ში შესვლა აეკრძალოს ყველა მუსლიმს


აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მიერ შესაძლო ვიცე-პრეზიდენტად შერჩეულმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ტრამპი აღარ მოითხოვს, აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოს ყველა მუსლიმს. დეკემბერში, კალიფორნიაში, მუსლიმი წყვილის მიერ განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შემდეგ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ში შესვლა უნდა აეკრძალოს უკლებლივ ყველა მუსლიმს. 6 ოქტომბერს, ტელევიზიით გამოსვლისას, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ახლა ტრამპი აღარ მოითხოვს სრულ აკრძალვას და შტატებში იმიგრაციას მხოლოდ იმ ქვეყნებიდან აკრძალავს, სადაც განსაკუთრებით აქტიურად მოქმედებენ ისლამისტი ექსტრემისტები. თავად დონალდ ტრამპი გუშინ ამომრჩევლებს შეხვდა ნიუ ჰემპშირის შტატის ქალაქ სენდაუნში და თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის საკითხებზე: „ვფიქრობ, ამ ქვეყანაში უზარმაზარი ცვლილების მომსწრე გახდებით. კვლავ გაჩნდება სამუშაო ადგილები, კომპანიები კვლავ დაბრუნდებიან ჩვენს ქვეყანაში. ამ წუთას კი ისინი მას ტოვებენ. ეს ცალმხრივი მიმართულების პროცესია, ესაა ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა ქვეყნიდან გარეთ მიმავალი. ისინი ძირითადად მექსიკაში და სხვა ქვეყნებში მიდიან, მაგრამ მექსიკა მსოფლიოს მერვე საოცრებაა“, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა.

XS
SM
MD
LG