Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი რუსეთს მოუწოდებს, დასაჯოს ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელები


დღეს ათი წელი შესრულდა რუსი ჟურნალისტის, ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან. „ნოვაია გაზეტამ“, რომელშიც ის მუშაობდა, დღეს გამოაქვეყნა ვიდეოგანცხადება, რომელშიც გამოძიება უმოქმედობაში დაადანაშაულა და მოუწოდა, ნუ ამტკიცებთ, რომ მკვლელობა გახსნილიაო. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, იპოვოს და მართლმსაჯულებას გადასცეს პოლიტკოვსკაიას მკვლელები. დღეს ამავე საკითხზე საგანგებო განცხადება გამოაქვეყნა მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელმა დუნია მიატოვიჩმა, რომლის თქმით, დაუშვებელია, რომ მკვლელობიდან ათი წლის შემდეგ ჯერაც დაუსჯელი არიან ამ საზარელი დანაშაულის ორგანიზატორები. რუსეთის ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტი 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მისივე სახლის სადარბაზოში.

XS
SM
MD
LG