Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაიტიზე 300-ს გადააჭარბა ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ


300-ს გადააჭარბა ჰაიტიზე ქარიშხლის, „მეთიუს“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ - ამის შესახებ როიტერი იუწყება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა ჰაიტის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე დასახლებული პუნქტები, სადაც დანგრეულია ათასობით შენობა. გაეროს მონაცემებით, ჰაიტიზე გადაუდებელი დახმარება სჭირდება 350 ათასამდე ადამიანს. ქარიშხალმა „მეთიუმ“ უკვე მიაღწია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს, საიდანაც ევაკუირებულია ორ მილიონზე მეტი ადამიანი. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ფლორიდაში, ჯორჯიასა და სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინაში.

XS
SM
MD
LG