Accessibility links

logo-print

მოქალაქეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ


8 ოქტომბრის არჩევნების გამო, მოქალაქეებს მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. მისი განცხადებით, 8 ოქტომბერს სახელმწიფო ძალაუფლება ერთი დღით უკან გადაეცემა ხალხს იმისთვის, რომ ეს ძალაუფლება კვლავ მიანდოს თავის ახალ რჩეულებს. „ეს არის სახელმწიფოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი აქტი, რომლის მაღალ დონეზე განხორციელება ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის საკითხია. ამისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ძირითადმა სუბიექტმა ამ პროცესის მაღალ დონეზე, კანონის შესაბამისად და ჩვენი მდიდარი ეროვნული ტრადიციების შესაბამისად გავართვათ თავი“, - ნათქვამია დავით უსუფაშვილის მიმართვაში. პარლამენტის თავმჯდომარე პირველ ყოვლისა, აუცილებლად მიიჩნევს, რომ ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა და პარტიამ მკაფიოდ განაცხადოს, რომ აღიარებს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეჯამებულ შედეგებს და არ დააყრდნობს თავის მომავალ საქმიანობას საკუთარი კვლევების თუ გათვლების შედეგად მიღებულ რიცხვებს.

XS
SM
MD
LG