Accessibility links

გაეროს უშიშროების საბჭო საგანგებო სხდომას გამართავს სირიის საკითხზე


გაეროს უშიშროების საბჭო დღეს გამართავს საგანგებო სხდომას, რომელზეც განიხილავს წინადადებას სირიის ქალაქ ალეპოში სისხლისღვრის შეწყვეტის გზებთან დაკავშირებით. გაეროს მიერ შემუშავებული ეს გეგმა ითვალისწინებს ისლამისტი ექსტრემისტების დაყოლიებას, დატოვონ ქალაქი. საუბარია ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ისლამისტური დაჯგუფების, „ალ-ნუსრის ფრონტის“ 900-მდე მებრძოლზე. ალეპოში მათი ყოფნით სირიის შეიარაღებული ძალები და რუსეთი ქალაქის დაბომბვას ამართლებენ. სირიის საკითხებში გაეროს საგანგებო წარმომადგენლის სტაფან დე მისტურას თქმით, 900 კაცის გულისთვის 275 ათასი კაცი იბომბება. ახლა გაერო „ალ-ნუსრის ფრონტის“ მებრძოლებს ალეპოდან გასვლაში დახმარებას სთავაზობს.

XS
SM
MD
LG