Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა თანამდებობიდან დაითხოვა საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თანამდებობიდან დაითხოვა საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი ვლადიმირ მარკინი. შესაბამისი განკარგულება დღეს გამოქვეყნდა. თავად მარკინმა, რომელიც 2007 წლიდან მუშაობდა პრესმდივნად, ჯერ კიდევ 21 სექტემბერს განაცხადა, რომ საკუთარი სურვილით გადადგომის შესახებ აცნობა საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ალექსანდრ ბასტრიკინს. რუსეთის მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თავად ბასტრიკინიც გაათავისუფლონ თანამდებობიდან. თვით საგამოძიებო უწყებაში ან ცნობებს უარყოფენ.

XS
SM
MD
LG