Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია მოლაპარაკებას აწარმოებს ირანთან ნავთობის შესყიდვის საკითხზე


ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მისი ქვეყანა ნავთობის შესყიდვის საკითხზე მოლაპარაკებას აწარმოებს ირანთან. ეს განცხადება ლუკაშენკომ დღეს, ბელორუსიის პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა. ბელორუსიას ხშირად ექმნება პრობლემები რუსეთიდან გაზისა და ნავთობის იმპორტის თვალსაზრისით. ლუკაშენკოს თქმით, ირანი სასოწარკვეთილი ეძებს თავისი ბუნებრივი წიაღისეულის მყიდველებს და მზად არის, თავისი ნავთობი დაბალ ფასად მიჰყიდოს ბელორუსიას.

XS
SM
MD
LG