Accessibility links

logo-print

პოლიციამ დაადგინა დეპუტატ თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილის ვინაობა


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია ”იმედს” განუცხადა. ”შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტარ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტი გახსნილია. დადგენილია დანაშაულში ეჭვმიტანილი სავარაუდო პირი. ამჟამად, მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით”, - მოჰყავს პოლიციის მაღალჩინოსნის სიტყვები ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. იუწყებიან, რომ ამ ეტაპზე გლდანში ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს. 4 ოქტომბერს, ღამით, თბილისის ცენტრში ოპოზიციური პარტიის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. აფეთქებისას დაშავდა 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

XS
SM
MD
LG