Accessibility links

logo-print

ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებელი მასალები რეზონანსული საქმის გამოძიების პროცესში


დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ეჭვმიტანილი პირის სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ხელყუმბარა, სავარაუდოდ ასაფეთქებელი ნივთიერებები და მათ დასამზადებლად განკუთვნილი საშუალებები, მჭიდები, ვაზნები და ნიღბები ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაცის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „იდენტიფიცირებულია ხსენებულ დანაშაულებრივ ფაქტთან კავშირში მყოფი პირი. გამოძიების ფარგლებში ასევე მოპოვებულია სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელზეც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

XS
SM
MD
LG