Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ხითარიშვილი


სტუმრად ჩვენს ეთერში: ნინო ხითარიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:29:40 0:00

8 ოქტომბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ხითარიშვილი, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) პროექტის ოფიცერი. მან ილაპარაკა არჩევნების დღის პროცედურებზე, აგრეთვე სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის სისტემაზე. ნინო ხითარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ არჩევნებს აკვირდება ISFED-ის 1000 დამკვირვებელი, რომელთაგან უბნებზე იმყოფება 800 დამკვირვებელი, საოლქო-საარჩევნო კომისიებში არის 73 დამკვირვებელი, 70 მობილური ჯგუფი კი მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდება იმ უბნებზე, სადაც ISFED-ს არ ჰყავს დამკვირვებელი. ISFED-ი დღეს ხმების პარალელურ დათვლასაც გეგმავს. ამ მეთოდოლოგიას ორგანიზაცია ყველა არჩევნებზე იყენებს და არჩევნების პრაქტიკულად ზუსტ შედეგზე სთავაზობს ინფორმაციას საზოგადოებას. ეგზიტ-პოლისგან განსხვავებით, ხმების პარალელური დათვლა ეფუძნება ოფიციალურ ინფორმაციას - საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის შედეგს, რომელსაც იღებს დამკვირვებლებისგან. ISFED-მა შეარჩია უბნები იმგვარად, რომ იყოს წარმომადგენლობითი სურათი. ხმების პარალელური დათვლა ასახავს პროპორციული არჩევნების შედეგებს. ნინო ხითარიშვილმა ილაპარაკა აგრეთვე სამი სადამკვირვებლო ორგანიზაციის - "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ერთობლივ ვებპორტალზე - www.electionsportal.ge, რომელზეც აისახება ყველა დარღვევა, რომელსაც აღნუსხავენ როგორც დამკვირვებლები, აგრეთვე სხვა მოქალაქეები.

XS
SM
MD
LG