Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რეზოლუცია წინააღმდეგობას აწყდება გაეროს უშიშროების საბჭოში


გაეროს უშიშროების საბჭო 8 ოქტომბერს კენჭს უყრის ორ განსხვავებულ რეზოლუციას, რომელიც სირიაში ბრძოლის დასრულებას ისახავს მიზნად. პირველის ავტორია რუსეთი, მეორის - საფრანგეთი. თავდაპირველად კენჭს უყრიან საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტს, რომლის თანახმად სირიის სამთავრობო ჯარმა და რუსეთის ავიაციამ იერიში უნდა შეწყვიტოს ქალაქ ალეპოს ყველა ნაწილში. თუ რუსეთი ამ რეზოლუციას ვეტოს დაადებს, მაშინ მას მოუწევს თავის მართლება ასობით სამოქალაქო პირის დახოცვის გამო.კენჭისყრა გაეროს უშიშროების საბჭოში იქნება „ჭეშმარიტების მომენტი“ მისი ყველა წევრისათვის, - განაცხადა 7 ოქტომბერს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-მარკ ერომ, რომელმაც დასძინა, რომ პირველ ყოვლისა სწორედ რუსი პარტნიორისაგან ელოდება პასუხს შეკითხვაზე, გსურთ თუ არა ცეცხლის შეწყვეტა ალეპოში. თუმცა რუსეთის ხელისუფლება არ მალავს, რომ ის ვეტოს დაადებს საფრანგეთის მიერ მომზადებულ რეზოლუციას, რომელიც ცალმხრივია და მხოლოდ „სირიის არმიის გაყვანას“ გაყვანას შეეხება, მაშინ როცა, მეამბოხეებს შეუძლიათ გააგრძელონ ალეპოში მდებარე სამთავრობო შენობებზე იერიშები. „ჩვენ ამ ნაბიჯს პოლიტიკური შანტაჟის მცდელობად ვაფასებთ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა სააგენტო „ინტერფაქსთან“ საუბარში. პარალელურად გაეროს უშიშროების საბჭოში შესულია რუსეთის მიერ მომზადებული რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს რუსეთ-აშშ-ის საზავო შეთანხმების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე, რაც შეჩერებულ იქნა გასულ თვეში ალეპოში დაწყებული ესკალაციის გამო.

XS
SM
MD
LG