Accessibility links

logo-print

ტრამპმა ბოდიში მოიხადა ქალებზე ვულგარული გამონათქვამის გამო


რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ბოდიში მოიხადა ქალების მისამართით გაკეთებული ათი წლის წინანდელი ვულგარული გამონათქვამის გამო, რომ იგი ვარსკვლავია და ამიტომ „შეუძლია ხელის სტაცოს მათ და უყოს ყველაფერი, რაც მოესურვება“. დონალდ ტრამპის ამ განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. აშშ-ის პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლიტონმა, რომელსაც იმედი აქვს, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი გახდება მის ქვეყანაში, მეტოქის ამ განცხადებას უწოდა „შემზარავი“ და დასძინა, რომ არ მისცემს უფლებას ტრამპს, რომ გახდეს ქვეყნის პრეზიდენტი. „ეს იყო ჩემი შეცდომა და ბოდიშს ვიხდი“, - განაცხადა ბიზნესმენმა და სატელევიზო შოუს ყოფილმა წამყვანმა, რომელმაც დასძინა, რომ სამწუთიანი ვიდეოკლიპი „სინამდვილეში არ ასახავს მის ბუნებას“.

XS
SM
MD
LG