Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებმა ეგზიტპოლის შედეგები გააპროტესტეს


ქართული ტელეკომპანიების მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლის შედეგები თბილისში, მეტროს სადგურ „რუსთაველთან“ გააპროტესტეს „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერებმა. მათი განცხადებით, პარტია მინიმუმ მეორე ადგილზეა. აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა. მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ სჭირდება რამდენიმე დღე, რათა ხმის დათვლის პროცედურა დაასრულოს და ამის შემდეგ გააცნობს მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას. „ღმერთმა არ ქნას ამ ხელისუფლების დამხობა მოგვიწიოს“ - განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

XS
SM
MD
LG