Accessibility links

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) „წარმატებული“ უწოდა 8 ოქტომბრის არჩევნებს


„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI)-ის წარმომადგენელ ბერი ჯექსონის განცხადებით, "გუშინდელი დღე საკმაოდ წარმატებული იყო საქართველოსთვის და ქართველები, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართული, კარგად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს". ამასთან, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეკომენდაციით მიმართა, გააუმჯობესოს ხმის დათვლის პროცედურები, რომ ეს პროცესი ასეთი ხანგრძლივი არ იყოს. „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ შეფასებით, არჩევნებზე მონაწილე პარტიები ერთმანეთს არ ენდობოდნენ საარჩევნო პროცესში, კეთდებოდა განცხადებები ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე, ასევე ადგილი ჰქონდა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მცდელობას, საკუთარი გავლენის ქვეშ მოექცია საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები და დაფიქსირდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გამოყენებული იყვნენ როგორც პარტიის დასაყრდენი. „ასევე შეიძლება ითქვას, რომ ეგზიტპოლები ამომრჩევლებში ნდობას არ ტოვებს და პარტიების წარმომადგენლები დისკუსიების დროს, რიგ შემთხვევებში ამეტებდნენ უფლებამოსილებას“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე IRI-ს წარმომადგენელმა, რომლის სიტყვებიც ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსს" მოჰყავს. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში 54 საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის, "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის" (IFES), "ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის" (NDI), "საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის" (IRI), ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის” (NHC) დამკვირვებლები და ასევე ეუთოს, ევროსაბჭოსა თუ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოგზავნილი დელეგაციები ადევნებდნენ თვალს.

XS
SM
MD
LG