Accessibility links

logo-print

სერგეი ლავროვი ადანაშაულებს ვაშინგტონს „აგრესიული ნაბიჯებისათვის“


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით აშშ-ი დგამს ისეთ „აგრესიულ ნაბიჯებს“, რაც ემუქრება რუსეთის ეროვნულ უსაფრთხოებას. „ჩვენ მოწმენი ვართ ვითარების ფუნდამენტური ცვლილებისა, როდესაც აგრესიული რუსოფობია რუსეთთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკის არსებით ნაწილად იქცა“, - განაცხადა რუსეთის ტელეკომპანია „პირველ არხთან“ საუბარში სერგეი ლავროვმა და დასძინა, რომ ადგილი აქვს არა მხოლოდ რიტორიკას, არამედ ეს არის აგრესიული ნაბიჯებს, რაც სინამდვილეში ზიანს აყენებს და წარმოადგენს მუქარას ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისათვის. ასეთ ნაბიჯებად ლავროვი მიიჩნევს აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფნას რუსეთის საზღვრის მახლობლად, აღმოსავლეთ ევროპაში ანტისარაკეტო ფარის განლაგებას და აღმოსავლეთ უკრაინაში მოსკოვის მოქმედების პასუხად რუსეთის მიმართ შემოღებულ სანქციებს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ახლანდელ დაპირისპირებას აშშ-სა და რუსეთს შორის, „ცივ ომზე“ უარესი უწოდა. გერმანულ გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუში მინისტრმა ამ დაპირისპირების რამდენიმე ასპექტზე, მათ შორის აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტების შეიარაღებულ ამბოხზე, სირიის კონფლიქტსა და, სულ ბოლოს, რუსეთის მიერ პლუტონიუმის თაობაზე მიღწეული ორმხრივი შეთანხმებიდან გამოსვლაზე, გაამახვილა ყურადღება.

XS
SM
MD
LG