Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაციონალური მოძრაობა“ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს


8 ოქრომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული ოპოზიციური პარტია ”ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმა სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი, - ამის შესახებ პარტიის წარმომადგენელმა ნიკა მელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მელიას განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობა” ელოდება მის ლიდერებს რეგიონებიდან და გადაწყვეტილება მომავალი სამოქმედო გეგმის შესახებ საერთო კონსულტაციის შემდეგ იქნება მიღებული. ამასთან, მელიამ მადლობა გადაუხადა პარტიის ათიათასობით მხარდამჭერს, რომლებმაც დილამდე არ დატოვეს საარჩევნო უბნები, რის შედეგადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" შეძლო დაეცვა 500 ათასი ამომრჩევლის ხმა.

XS
SM
MD
LG