Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილმა არჩევნებს „თავისუფალი და დემოკრატიული” უწოდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი კვირიკაშვილმა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს „გამჭვირვალე, თავისუფალი და დემოკრატიული“ უწოდა. ”ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არჩევნების მონიტორინგისა და აქტიური ჩართულობისთვის. პრემიერის თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა უკვე მიულოცეს საქართველოს არჩევნების ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ უზრუნველყოფილი იყო დემოკრატიული წინასაარჩევნო გარემო და ჩატარდა თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები. კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთა მიუკერძოებელმა მუშაობამ "განაპირობა არჩევნების მაღალი სტანდარტი".

XS
SM
MD
LG