Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამხედრო შვეულმფრენის კატასტროფას 7 კაცი შეეწირა


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ქვეყნის ეროვონული არმიის კუთვნილი სამხედრო შვეულმფრენის კატასტროფის შედეგად ეკიპაჟის 7 წევრი დაიღუპა. ინცინდენტი ჩრდილოეთ ავღანეთის ბაღლანის პროვინციაში მოხდა. შვეულმფრენი ამ არეალში მდებარე სამხედრო ბაზის მომარაგებას ახდენდა. სამხედრო უწყება აცხადებს, რომ შვეულმფრენის ჩამოვარდნა ტექნიკური პრობლემების შედეგია. თუმცა, თალიბანი აცხადებს, რომ შვეულმფრენი მათ გაანადგურეს.

XS
SM
MD
LG