Accessibility links

არჩევნების წინასწარი შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ ხმების 48,6% აქვს


8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, პროპორციული სისტემით, „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48,6% აქვს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 27,14% და „პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებულ ოპოზიციას“ - 5%. წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმების 4,61% მიიღო პარტიამ „თავისუფალი დემოკრატები. 3%-ზე ნაკლები აქვთ დანარჩენ სუბიექტებს. ცესკოს ვებსაიტზე 10 ოქტომბრის 12 საათისთვის გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები უბნებიდან მიღებული მონაცემების 99,92%-ს ეფუძნება. საპარლამენტო არჩევნებში 19 პარტია და 6 ბლოკი მონაწილეობდა.

XS
SM
MD
LG