Accessibility links

logo-print

კლინტონისა და ტრამპის მეორე დებატები განსაკუთრებულად მწვავედ ჩატარდა


აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი და მისი რესპუბლიკელი მეტოქე დონალდ ტრამპი ერთმანეთს 9 ოქტომბერს მწვავე დებატებში დაუპირისპირდნენ. ტრამპმა დაიქადნა, რომ „ციხეში ჩასვამდა“ მის მეტოქეს, თუ ის გაიმარჯვებდა, ჰილარი კლინტონმა კი მისი მოწინააღმდაგის პიროვნულ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ის უღირსი იყო თეთრ სახლში მოსახვედრად. კლინტონმა და ტრამპმა ერთმანეთშ დარტყმები მიაყენეს რამდენიმე დღის წინ გავცრელებული ვიდეოს გარშემო, სადაც ჩანს, თუ როგორ ლაპარაკობს ტრამპი ქალების კოცნის და მათთვის ხელების ფათურის შესახებ იმისდა განურჩევლად, სურთ თუ არა ეს ქალებს. 2005 წელს ჩაწერილი ვიდეო „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა და კრიზისში ჩააგდო რესპუბლიკური პარტია. პარტიის ბევრმა გამოჩენილმა წევრმა საჯაროდ განაცხადა, რომ ამ ჩანაწერის გამო ხმას ვეღარ მისცემდა დონალდ ტრამპს. ზოგმა კი ტრამპს მოუწოდა მოეხსნა თავისი კანდიდატურა და ის გადაეცა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ მაიკლ პენსისათვის. ტრამპმა დებატებისას განაცხადა, რომ მისი ნათქვამი უბრალო „კაცების ლაპარაკი“ იყო და მეტი არაფერი და დასძინა, პრეზიდენტ ბილ კლინტონს, მისი მეტოქის მეუღლეს „გაცილებით უარესები გაკეთებული აქვს“. ტრამპმა დაამატა, არ ვამაყობ ჩემი სიტყვებით, მაგრამ ახლა უფრო მნიშნელოვანია ისლამური სახელმწიფო და მთელს მსოფლიოში მიმდინარე ხოცვა-ჟლეტაო. ჰილარი კლინტონის თმით, ტრამპის ვიდეო მოწმობს იმაზე, რომ ის არ არის მზად და არ არის ღირსი, რომ თეთრ სახლში მოხვდეს.

XS
SM
MD
LG