Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკომ განმარტა, თუ რატომ გაჭიანურდა დარჩენილი 3 უბნის შედეგების გამოქვეყნება


ცესკომ განმარტა, თუ რატომ არ დევს მათ ვებსაიტზე დარჩენილი 3 უბნის შედეგები. ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღნიშნული სამი უბნიდან 2 ჯიხაშკარშია, ერთი კი დიდუბეში. ”ამ ეტაპზე ცესკოს ვებგვერდზე მოცემული არ არის სამი უბნის მონაცემები. ამ სამი უბნიდან 2 ჯიხაშკარშია, სადაც ცნობილი მოვლენები მოხდა. აღნიშნულ უბანზე რა თქმა უნდა, ვერ შედგა შემაჯამებელი ოქმი. აღნიშნული უბნის ბათილობის საკითხს განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია. ამის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება. რაც შეეხება დიდუბის 26-ე საარჩევნო უბანს, ამ უბანთან დაკავშირებით საოლქო-საარჩევნო კომისია იმსჯელებს და გადაწყვეტილებას მიიღებს”, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

XS
SM
MD
LG