Accessibility links

logo-print

ცესკო: თუ ალასანია მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს, მის მონაცემებს ბიულეტენში მაინც შეიტანენ


იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი ალასანია არჩევნების მეორე ტურში არ მიიღებს მონაწილეობას, მისი მონაცემები ბიულეტენში მაინც შეტანილი იქნება - ამის შესახებ განაცხადა ცესკოს პრესმდივანმა ანა მიქელაძემ. მისი განმარტებით, კანდიდატურის ჩანაცვლება მესამე ან მეოთხე ადგილზე მყოფი კანდიდატით არ ხდება და მეორე ტურში მონაწილეობას იღებს საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი. „თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა პოლიტიკიდან "დროებით წასვლის" შესახებ. ალასანია საკუთარ კანდიდატურას ხსნის გორის 41-ე მაჟორიტარულ ოლქში, სადაც, არჩევნების წინასწარი შედეგებით, 19.38%-ით მეორე ადგილზე იყო.

XS
SM
MD
LG