Accessibility links

logo-print

სტამბოლში გაიმართება თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სტამბოლში ჩავიდა ენერგეტიკის სამიტში მონაწილეობის მისაღებად და თავის კოლეგა რეჯებ ტაიპ ერდოანთან შესახვედრად. სტამბოლი 10 ოქტომბერს მასპინძლობს მსოფლიო ენერგეტიკის 23-ე კონგრესს, სადაც პუტინი სიტყვით გამოვა. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სტამბოლში ნოემბრის შემდეგ, როდესაც ის ანტალიაში სამიტს დაესწრო. ერთი თვის შემდეგ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები მკვეთრად გაცივდა, როდესაც სირიის საზღვარზე თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მაშინ მოსკოვმა თურქეთის წინააღმდეგ სამგზავრო და სავაჭრო სანქციები დააწესა. მას შემდეგ, რაც ერდოანმა პუტინს ბოდიშის წერილი მისწერა, ურთიერთობები კვლავ დათბა. პუტინს სტამბოლში ერდოანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდნენ. კრემლის ოფიციალური განცხადებით ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის სირიას, რომელთან დაკავშირებითაც თურქეთსა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები უჭირავთ.

XS
SM
MD
LG