Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა რამდენიმე პოლიციელი


ავღანეთის პოლიციის განცხადებით, სულ ცოტა, ათი პოლიციელი დაიღუპა მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად ჰელმანდის პროვინციის დედაქალაქში. ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ჰაჯი მარჯანის განცხადებით დაიღუპა ასევე 4 სამოქალაქო პირი. ავღანეთის შინაგან საქმეთ მინისტრის წარმომადგენლის, სადიქ სადიქის განცხადებით თალიბანი კოორდინირებულ შეტევას ახორციელებს ჰელმანდის პროვინციაში, თუმცა ავღანეთის უშიშროების ძალები მათ მალე განაგდებენ. ჰელმანდის პროვინციაში იწარმოება მსოფლიო ოპიუმის უდიდესი ნაწილი. ადგილობრივი ოფიციალური პირების განცხადებით თალიბანი ამჟამად ამ რეგიონის 85 პროცენტს აკონტროლებს, როდესაც, ერთი წლის წინათ მთავრობა აკონტროლებდა 80 პროცენტს.

XS
SM
MD
LG