Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი სირიაში მუდმივმოქმედ სამხედრო ბაზას განათავსებს


რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით მოსკოვი გეგმავს სირიის ქალაქ ტარტუსში მდებარე დროებითი სამხედრო-საზღვაო ბაზის მუდმივმოქმედად გადაქცევას. რუსეთის თვდაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლაი პანკოვის განცხადებით ამჟამად სამინისტრო ამზადებს დოკუმენტაციას, რომელიც ამ ცვლილებას ოფიციალურს გახდიდა.ამჟამად სირიის ტარტუსის პორტში რუსული ფლოტის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტია განლაგებული. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა სირიაში საზენიტო-სარაკეტო სისტემის, С-300-ის ბატარეა ჩაიტანა, რომლის დანიშნულებაც ტარტუსში სამხედრო-საზღვაო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.

XS
SM
MD
LG