Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა პოლონელი კინორეჟისორი ანჯეი ვაიდა


გარდაიცვალა კინოსა და თეატრის ლეგენდარული პოლონელი კინორეჟისორი ანჯეი ვაიდა. პოლონეთის მედიის თანახმად, 90 წლის ვაიდა ფილტვების უკმარისობით გარდაიცვალა 9 ოქტომბერს, მას მერე, რაც ხელოვნურ კომაში ჰყავდათ ექიმებს. ვაიდას მსოფლიო აღიარება მოუტანა 50-იანი წლების მეორე ნახევარში, მეორე მსოფლიო ომის თემაზე შექმნილმა ფილმებმა - „არხი“ და „ფერფლი და ალმასი“. დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა მის შემდგომ კინოსურათებსაც, რომელთა შორის არის „აღთქმული მიწა“, „კორჩაკი“, „მარმარილოს კაცი“, „უნარკოზოდ“, „რკინის კაცი“, „დანტონი“ და სხვა. გარდა ამისა, ვაიდას სხვადასხვა ქვეყნის თეატრებში დადგმული ჰქონდა 40-ზე მეტი სპექტაკლი.

XS
SM
MD
LG