Accessibility links

logo-print

ვაცლავ ჰაველის პრემია მიენიჭა ერაყელ იეზიდ აქტივისტს


ვაცლავ ჰაველის სახელობის პრემია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა ერაყელ იეზიდ აქტივისტს ნადია მურადს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრემია 60 ათასი ევროს ოდენობით, მიენიჭა ნადია მურადს, რომელიც დამონებული ჰყავდა "ისლამურ სახელმწიფოს", ერაყში, იეზიდთა არეალების დაკავების შემდეგ. 2014 წელს, 21 წლის ნადია მურადმა მოახერხა გაქცევა და გერმანიაში მოხვედრა. იქ, ის, ადამიანთა უფლებების განსაკუთრებული დამცველი და გაეროს კეთილ ნების ელჩი გახდა. მურადი იყო ერთ- ერთი პირველი, ვინც მსოფლიოს ამცნო იეზიდთა ტანჯვის, სხვათა შორს, „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ქალების დამონების და ქალების და გოგონების „ტრეფიკინგის“ შესახებ.

XS
SM
MD
LG