Accessibility links

თურქეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის შესახებ


სტამბოლში მიმდინარე ენერგეტიკის სამიტზე რუსეთისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „თურქეთის ნაკადის“ მშენებლობის შესახებ. ხელმოწერას დაესწრნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და მისი თურქი კოლეგა რეჯებ ტაიპ ერდოანი. ახალი გაზსადენით გაზი შეიძლება მიეწოდოს ევროპას უკრაინის გვერდის ავლით. პუტინი სტამბოლში ჩავიდა ენერგეტიკის სამიტში მონაწილეობის მისაღებად და თავის კოლეგა რეჯებ ტაიპ ერდოანთან შესახვედრად. ეს რუსეთის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია სტამბოლში ნოემბრის შემდეგ, როდესაც ის ანტალიაში სამიტს დაესწრო. ერთი თვის შემდეგ თურქეთისა და რუსეთის ურთიერთობები მკვეთრად გაცივდა, როდესაც სირიის საზღვარზე თურქეთმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო. მაშინ მოსკოვმა თურქეთის წინააღმდეგ სამგზავრო და სავაჭრო სანქციები დააწესა. მას შემდეგ, რაც ერდოანმა პუტინს ბოდიშის წერილი მისწერა, ურთიერთობები კვლავ დათბა. პუტინს სტამბოლში ერდოანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დახვდნენ. კრემლის ოფიციალური განცხადებით ორი ქვეყნის ლიდერების მოლაპარაკება შეეხება ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებს, მათ შორის სირიას, რომელთან დაკავშირებითაც თურქეთსა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები უჭირავთ.

XS
SM
MD
LG