Accessibility links

logo-print

ზუგდიდის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა საარჩევნო უბნების დარბევაში ბრალდებულს


ზუგდიდის სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდა სოფელ ჯიხაშკარში, საარჩევნო უბნების დარბევისთვის დაკავებულ გია მხეიძეს. სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და განმარტა, რომ პატიმრობის შეფარდება მიზანშეწონილად მიიჩნია, რათა არ მოხდეს მოწმეებზე ზეწოლა. მხეიძის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე და 163-ე მუხლებით, რაც გულისხმობს არჩევნებზე ძალადობას და საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლას. 8 ოქტომბერს ღამით, ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებში შეჭრის გამო, საარჩევნო კომისიამ ბათილად ცნო ორივე უბანზე მიღებული შედეგები.

XS
SM
MD
LG