Accessibility links

ყაზახეთის პრეზიდენტს „გაცივების“ გამო მკურნალობენ


ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოფისმა გამოაცხადა, რომ პრეზიდენტს მკურნალობას უტარებენ „გაცივების“ გამო. 11 ოქტომბრის ეს განცხადება იყო უჩვეულო, რადგან ყაზახეთში ნაზარბაევის ჯანმრთელობა არასოდეს ყოფილა საჯარო თემა. სხვა დეტალი 76 წლის ნაზარბაევის მდგომარეობის შესახებ არ არის ცნობილი. ნაზარბაევი ყაზახეთს 1989 წლიდან მართავს. ის ადრე სამკურნალოდ ჩინეთში იყო ჩასული, მაგრამ არ გავრცელებულა ცნობა მკურნალობის მიზეზის შესახებ.

XS
SM
MD
LG