Accessibility links

logo-print

უზბეკეთის ლიდერმა გამოთქვა წინადადება ამნისტიის გამოცხადების შესახებ


უზბეკეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, შავკატ მირზიაევმა გამოთქვა წინადადება, გამოცხადდეს ამნისტია ქვეყნის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით, რომელსაც 8 დეკემბერს ზეიმობენ. სხვათა შორის, საპატიმროდან გაუშვებენ ქალებს, რომლებმაც დანაშაული არასრულწლოვანების დროს ჩაიდინეს, ასევე 60 წელს გადაცილებულ მამაკაცებს, უცხოელებსა და ინვალიდ პატიმრებს. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე 12 ოქტომბერს მიიღებს პარლამენტის ქვედა პალატა.

XS
SM
MD
LG