Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ათეულ ათასობით ავღანელი ტოვებს ყუნდუზს


ათეულ ათასობით ავღანელი ტოვებს საცხოვრებელ ადგილს ჩრდილოეთის ქალაქ ყუნდუზში, სადაც ბრძოლებია ავღანეთის არმიასა და თალიბანის რაზმებს შორის, რის ფონზეც სამხრეთში, მეამბოხეები იერიშს იწყებენ. გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის თანახმად, უკვე 33 ათასმა ადამიანმა დატოვა ყუნდუზი სამ ოქტომბერს თალიბანის მიერ იერიშის დაწყების შემდეგ. ბრძოლების შედეგად მოსახლეობა ჩრდილოეთის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამ ქალაქში, დარჩა სასმელი წყლის, სურსათის და სამედიცინო მომსახურეობის გარშე. რეგიონს ელექტრობის ნაკლებობაც აქვს. ავღანეთის ლტოლვითა უწყების თანახმად, მათი რიცხვი, ვინც გარბის, შეიძლება გაიზარდოს ასი ათასამდე. ჰელმანდის პროვინციაში კი, ქალაქ ლაშქარ გაჰში, ათი პოლიციელი დაიხოცა თვითმკვლელის მიერ ბომბის აფეთქების შედეგად.

XS
SM
MD
LG