Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა


"ნაციონალური მოძრაობა" შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში. გადაწყვეტილება ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პარტიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია, ასევე, პატივი ეცათ იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის, რომელმაც არჩევნებში პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა. მეორე ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. მათი თქმით, პარლამენტში შესვლით მოხდებოდა გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.

XS
SM
MD
LG