Accessibility links

logo-print

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი


დღეს საღამოს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ალმაზბეკ ატამბაევი. მისი დახვედრის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. ცერემონიის დასრულების შემდეგ პრეზიდენტები გიორგი მარგველაშვილი და ალმაზბეკ ატამბაევი ერთმანეთს პირისპირ შეხვდებიან, 13 ოქტომბერს კი ორი ქვეყნის დელეგაციებთან ერთად. საქართველოსა და ყირგიზეთის პრეზიდენტები გამართავენ ერთობლივ პრესკონფერენციასაც.

XS
SM
MD
LG