Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთის პრეზიდენტმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გააუქმა სომხეთში ვიზიტი


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა სხვა ქვეყნებთან ერთად სომხეთშიც გააუქმა ვიზიტი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ოფიციალური ვერსიით ის „გაცივებულია“. ნაზარბაევის სპიკერმა აიდოს უკიმბაიმ 12 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნაზარბაევის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა კარგია. მან დასძინა, რომ სომხეთის დედაქალაქში სამიტზე ვიზიტისას ნაზარბაევს პრემიერ-მინისტრი ბაგიჟტან საგინტაევი შეცვლის. უკიმბაისვე ცნობით, ნაზარბაევის მალე გააგრძელებს მისი ჩვეული განრიგით მუშაობას. ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოფისმა 11 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ პრეზიდენტს მკურნალობას უტარებდნენ „გაცივების“ გამო. ეს განცხადება იყო უჩვეულო, რადგან ყაზახეთში ნაზარბაევის ჯანმრთელობა არასოდეს ყოფილა საჯარო თემა. სხვა დეტალი 76 წლის ნაზარბაევის მდგომარეობის შესახებ არ არის ცნობილი. ნაზარბაევი ყაზახეთს 1989 წლიდან მართავს. ის ადრე სამკურნალოდ ჩინეთში იყო ჩასული, მაგრამ არ გავრცელებულა ცნობა მკურნალობის მიზეზის შესახებ.

XS
SM
MD
LG