Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები


დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ პარტია „თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები. წინასწარი ინფორმაციით, ბრიფინგზე გაირკვევა, რა რეორგანიზაცია იგეგმება და ვინ მიიღო პარტიაში დარჩენის, თუ მისი დატოვების გადაწყვეტილება. ბრიფინგი 15 საათზეა დანიშნული თბილისში, „თავისუფალი დემოკრატების“ მთავარ ოფისში. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 4,62% მიიღო და, შესაბამისად, ვერ გადალახა პარლამენტის მანდატების მოსაპოვებლად საჭირო 5%-იანი ბარიერი. ამასთან, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი, ირაკლი ალასანია, რომელიც გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია, მეორე ტურში გავიდა პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან ერთად. 10 ოქტომბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და დროებით წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას. ალასანიას ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა ალექსი პეტრიაშვილმა ფეისბუკით გაავრცელა ინფორმაცია პარტიის დატოვების შესახებ.

XS
SM
MD
LG