Accessibility links

logo-print

მოსკოვი აცხადებს, რომ ბრიტანეთმა რუსი დიპლომატები უნდა დაიცვას


რუსეთი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ვალდებულია დაიცვას რუსი დიპლომატები ლონდონში. ეს განცხადება პასუხია ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბორის ჯონსონის მოწოდებაზე აქტივისტების მისამართით, გააპროტესტონ მოსკოვის მიერ წარმოებული დაბომბვის კამპანია სირიაში. კრემლის წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჯონსონს „ალბათ სმენია ვენის კონვენციის შესახებ და რომ დიდ ბრიტანეთს ვალდებულება აქვს აღებული“ ბრიტანეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის დასაცავად. ჯონსონმა პარლამენტს გუშინ განუცხადა, რომ ისურვებდა დემონსტრაციების ხილვას რუსეთის საელჩოს წინ. ჯონსონმა თავისი პოსტი ზაფხულში დაიკავა და მას შემდეგ გახდა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი მომხრე მსკოვზე ზეწოლის განხორციელებისა რუსეთის მიერ სირიაში წარმოებული კამპანიის გამო. ის მოითხოვს, რომ ევროპამ გაფართოვოს სანქციები,რომლებიც რუსეთს დაუწესა უკრაინის მოვლენებში მისი როლის გამო.

XS
SM
MD
LG