Accessibility links

logo-print

„ჩემს გოგოს შია! არ გავათხოვო?“


„აბა, რა ვქნა? როგორ ვარჩინო?“ ამ სიტყვებს რომ მოისმენ, სადმე სოფელში, რა უნდა უპასუხო? ძნელია მორალის კითხვა და არგუმენტების მოტანა ასეთ დროსო - ამბობს ის ხალხი, ვისაც მუდმივად აქვს ამგვარ მშობლებთან შეხება. ბიჭი რომ იყოს, თავს გაიტანდა და ჩვენც მოგვხედავდაო... გოგონების ბედი საქართველოში! არასრულწლოვანი, სრულწლოვანი და არგაჩენილი ქალების ბედი. ვინ და როგორ ფიქრობს ამაზე? არსებობს თუ არა საქართველოში ერთიანი სოციალური პოლიტიკის დოკუმენტი? რთული და მრავალმხრივი პრობლემის რამდენიმე მხარე, გადაცემაში „გენდერული ამბები“. საუბრობენ: სალომე ბენიძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციისა და ადვოკატირების ოფიცერი და ანა არგანაშვილი, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. გადაცემას მარინა ვაშაყმაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG